ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია მიმართავს არაძირითადი საქმიანობების აუთსორსინგს, რადგან აღნიშნული პროცესი წარმოადგენს ხარჯებისა და რისკების შემცირების, ასევე ეფექტურობის გაზრდის საუკეთესო გზას ბიზნესისათვის.
სწორედ ამიტომ, კომპანიებს, მათი საჭიროებებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ვთავაზობთ HR პროცესებისა და სერვისების სრულ ან ნაწილობრივ აუთსორსინგს.
სრული აუთსორსინგის დროს ჩვენ პასუხიმგებლობას ვიღებთ HR პროცესებისა და სერვისების სრულ მართვაზე. აღნიშნულ მომსახურებას უფრო ხშირად მიმართავენ ახალდაარსებული კომპანიები (სტარტაპები), ასევე მცირე და საშუალო ბიზნესები, რადგან მათთვის, როგორც ხარჯის, ასევე შედეგის თვალსაზრისით, უფრო მეტად მომგებიანია პროცესების გარე კონტრაქტორისთვის გადაცემა, ვიდრე HR მენეჯერის დაქირავება.
ნაწილობრივი აუთსორსინგის დროს კლიენტებთან ერთად ვაანალიზებთ და ვთანხმდებით, თუ რომელი პროცესის გადმოცემა იქნება მიზანშეწონილი ჩვენთვის და რომელის − არა. აღნიშნული მომსახურება კომპანიების HR მენეჯერებს შესაძლებლობას აძლევს, გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული საკითხებისგან და უფრო მეტი დრო დაუთმონ ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიულ მიმართულებებს.
ჩვენი აუთსორსული შეთავაზებებია:
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.