ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

HR აუთსორსინგი კომპანიებს უწევს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ აუთსორსულ და საკონსულტაციო მომსახურებას.

ჩვენი კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  1. HR პროცესებისა და სერვისების სრული ან ნაწილობრივი აუთსორსინგი;
  2. HR კონსალტინგი და HR პროექტების მართვა.

HR აუთსორსინგი, როგორც ბიზნესის საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორი, კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას:

  1. გათავისუფლდნენ HR პროცესებისგან და მინიმუმამდე დაიყვანონ თანამშრომლების მართვასთან დაკავშირებული ხარჯები და რისკები.
  2. ჩვენი დახმარებით დანერგონ და განავითარონ HR სისტემები, იმისთვის, რომ ეფექტურად მართონ თანამშრომლები.

ჩვენ ვართ HR პროფესიონალები, რომლებმაც გამოცდილება მივიღეთ წარმატებულ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებში, მუდმივად ვსწავლობთ ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს, ვეცნობით HR სფეროში მიმდინარე უახლეს ტენდენციებსა და საუკეთესო პრაქტიკებს. სწორედ ეს დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება გვეხმარება იმაში, რომ გავაანალიზოთ ჩვენი კლიენტების მოთხოვნები და შევთავაზოთ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო სერვისები და გადაწყვეტილებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.